ლევან გვაზავას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
იგი კვლავ რჩება ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა, ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში რჩება მძიმედ. რაიმე დადებითი არსებითი ცვლილება არ ვლინდება. უგრძელდება ხელოვნური ენტილაცია და რეანიმაციული მკურნალობა“, – აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს, გვიან ღამით, ოქროყანის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ ლევან გვაზავას იარაღიდან ტყვია გაუვარდა, რამაც მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ, შს ყოფილმა ჩინოსანმა თავის მოკვლა სცადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები