ყვარელში სტიქიით დაზარალებულთა სახლების გადახურვა დაიწყო

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადასახურად საჭირო სამშენებლო მასალები დღეს გადაეცა იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაზიანებულ სახლებს შეაკეთებენ.
ყვარლის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ილია მზექალაშვილთან ერთად კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილიც ესწრებოდა.
“როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ის სახლები, რომლის სახურავი 50% და მეტით არის დაზიანებული, სრულად განხლდება, დანარჩენებს კი ნაწილობრივად აღადგენენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სულ 607 სახლი დაზიანდა”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები