ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გახსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გახსნა. საწარმო 5 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით (სიმბოლურ თანხად – წელიწადში 1 ლარად) გადაეცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „დარჩელის თხილი“, რომელშიც 542 მეპაია გაერთიანებული. საწარმოში შესაძლებელია დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება.
დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, კოოპერატივი უფლებამოსილია საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაცემა.
საწარმოს გახსნის ცერემონიაზე ოთარ დანელიამ კოოპერატივის წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციამ სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
,,თითოეული გამრჯე მეწარმისთვის, გლეხისთვის თუ ფერმერისთვის წარმატებული, თანამედროვე, განვითრებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის უალტერნატივოა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება. კოოპერაციის განხოციელებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ფერმერებს/გლეხებს, მეწარმეებს მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი – დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ დანახარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვენებელი. სახელმწიფო პროგრამები მიმართულია ქვეყანაში კოოპერაციის წახალისებისთვის. დარჩელის თხილის საწარმო, რომლის აშენებაც თვენახევარში გახდა შესაძლებელი, სწორედ ამის ნათელი მაგალიათია“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
საწარმოს გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილე კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების ხელშეწყობას, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები