ლევან გვაზავას ადვოკატი: მანქანაში, სავარაუდოდ, 3-4 პირი იჯდა

სავარაუდოდ, მანქანაში 3-4 პირი იჯდა. ერთი ლევან გვაზავა, მეორე გარდაცვლილი რევაზ კალომლეწავი და კიდევ ორი პირი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაჭრილი ლევან გვაზავას ადვოკატმა, დარეჯან გილაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მუხლი, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს, ლევან გვაზავას არ შეეხება, რადგან იგი წოდებით გენერალია.

მისივე თქმით, არც მან და არც ლევან გვაზავას ოჯახმა არ იცის, თუ რა მოხდა გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე.

“ოჯახისთვის აბსოლუტურად უცნობია, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა არც მე და არც ოჯახმა არ ვიცით, რომელი ვერსიაა სწორი. ამ ეტაპაზე ვცდილობთ ამის გარკვევას. სავარაუდოდ, მანქანაში 3-4 პირი იჯდა. ერთი ლევან გვაზავა, მეორე გარდაცვლილი რევაზ კალომლეწავი და კიდევ ორი პირი. როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგებს. ჯერჯერობით, ოფიციალურად მე არ მიმიმართავს პროკურატურისთვის, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით საქმის მასალების შესახებ. არ ვიცი, რითია საქმე აღძრული. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ლევან გვაზავა იყო გენერალი და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება “, – განაცხადა დარეჯან გილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები