მოკლული რევაზ კალომლეწავი შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იყო

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის მსხვერპლი რევაზ კალომლეწავი შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იყო. როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, იგი შს სამინტროში 2004 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იმ დროისათვის რევაზ კალომლეწავი შს თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ბოლო დეკლარაცია რევაზ კალომლეწავმა 2011 წლის აპრილში შეავსო და მას მაშინ შს სამინისტრო, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.
რევაზ კალომლეწავს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
წუხელ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას დაჭრისა და მისი დეიდაშვილის რეზო კალომლეწავის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა. შს ყოფილი მაღალჩინოსნის ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და მას სახის ძვლების მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება – ამის შესახებ „კვირას“ ინგოროყვას სახელობის „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურუილი ტრავმა და სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მუმლაძის ინფორმაციით, ლევან გვაზავას სახის ძვლების ოპერაცია წუხელ ღამის საათებში ჩაუტარდა და ამჟამად, ოპერაციის შემდეგ თავდაცვითი სამკურნალო ნარკოზის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ ლევან გვაზავას იარაღიდან ტყვია გაუვარდა, რამაც მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ, შს ყოფილმა ჩინოსანმა თავის მოკვლა სცადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები