უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შარვალს დასცინიან

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის მოქმედი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტ-მომხმარებელთა დაცინვის ობიექტი გახდა.
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ სააკაშვილის პიჯაკს და შარვალს, რომლითაც ის ოდესის ახალი საპატრულო პოლიციის ფიცის დადების ცერემონიაზე მივიდა.
ინტერნეტ-მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილი გასუქდა და ამის გამო პიჯაკი და შარვალი მასზე ძალიან დაკუჭული ჩანს. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სააკაშვილმა ალბათ პიჯაკი უკუღმა ჩაიცვა და ურჩევენ, რომ „ოდესაში ასე შარვალს არ ატარებენ“. ბოლოს სააკაშილს ასევე დასცინეს ოდესაში პოლიციის ბაზაზე წრთნების დროს. მაშინ ოდესის გუბერნატორი, რომელიც დაჭრილის როლს ასრულებდა, ავტომანქანის საბარგულში ძლივს ჩაეტია და ძალზე სასაცილოდ გამოიყურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები