ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ბროსეს და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ასევე გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის და თელავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები