თამაზ მეჭიაური: ეროვნული ბანკის პოლიტიზებისგან გათავისუფლებისთვის ვეტოს დაძლევა აუცილებელია

ეროვნული ბანკის პოლიტიზებისგან გათავისუფლებისთვის ვეტოს დაძლევა აუცილებელია, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური აცხადებს.
ამასთანავე, თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის პარლამენტში დაწყებული მზადების მიზეზებს განმარტავს.
„კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ გამოგვეყვანა ეროვნული ბანკი პოლიტიკური გავლენისგან. ეს იქნება ქადაგიძის პერიოდში, თუ მის შემდგომ პერიოდში, როდესაც ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული უზარმაზარი, უკონტროლო ძალაუფლება, ის ყოველთვის შეეცდება, გახდეს პოლიტიზირებული და მისი გადაწყვეტილებები იყოს სუბიექტური. ვეტოს დაძლევა აუცილებელია იმისათვის, რომ ეს კანონი შევიდეს მოქმედებაში და ეს სააგენტო დაკომპლექტდეს ისეთი ხალხით, რომელიც მოსახლეობასა და საზოგადოებაში იქნება დიდი ნდობის მატარებელი, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები