საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგს საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ შეხვედრამ გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრულ სპექტრს და ამ მიმართულებით დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებს, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობასა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები