ფოთის მერი: არ მომხდარა ისეთი რამ, რაც აქამდე არ მომხდარა ქალაქში

ფოთისთვის ასეთი ამინდი ჩვეულებრივი მოვლენაა, არ მომხდარა ისეთი რამ, რაც აქამდე არ მომხდარა ქალაქში, – ამის შესახებ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა. ღოგორც მერმა აღნიშნა, წელიწადში ორჯერ მაინც ფოთი იტბორებოდა,რადგან უხვ ნალექს სატუმბი სადგურები ვერ ერევა.
რაც შეეხება ზარალის დათვლას და მის ანაზღაურებას, მერის თქმით, ზარალს მერიის სამსახურები დაითვლიან.
„ნალექის ის რაოდენობა მოდის ერთ საათში, რომელიც უნდა მოვიდეს 1-2 თვის განმავლობაში. ანუ აი ამას, ვერ აუდის ფოთის სატუმბი სადგურები. აქედან გამომდინარე ხდება ეს, რაც ხდება, რაც მოხდა წუხელ. მთელი ღამე მერიის სამსახურები დადიოდნენ იმ ადგილებში, სადაც წვიმამ და წყალმა დააზარალა მოსახლეობა. თუკი არის რაიმე ზარალი, ფინანსური ზარალი, ამას დაითვლის მერიის სამსახურები. ჯერ ზარალზე ნაადრევია საუბარი იმიტომ, რომ ეს ფოთისთვის დამახასიათებელი ამინდია. არ მომხდარა ისეთი რამ, რაც არ მომხდარა აქამდე ქალაქში. სამწუხაროა, მაგრამ წელიწადში ერთხელ-ორჯერ ფოთი ყოველთვის ისტორიულად იტბორებოდა იმიტომ, რომ მოდის უხვი ნალექი, რომელსაც ვერ ერევა სატუმბი სადგურები“, –განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები