როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 24 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 20 გრადუსს გაუტოლდება. ხვალიდან კი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 26 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ნალექის კლება დღის ბოლოს არის მოსალოდნელი. 27 აგვისტოდან მთელ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.
„დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. ზოგგან შეიძლება ძლიერი წვიმაც იყოს. რაც შეეხება შავი ძღვის სანაპირო რაიონებს, წვიმა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ქარის გაძლიერება მოსალოდნელია. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით მაღალი დაფიქსირდება დასავლეთ საქართველოში და 24 გრადუსს გაუტოლდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 20 გრადუსი თბილისში აღინიშნება“, – განუცხადა „კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები