საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრნენ

საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპკორპუსის, საპატრიარქოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

შეკრებილებს სიტყვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის თავმჯდომარეებმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა მიმართეს.

კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გიორგი ალიბეგაშვილმა გააკეთა და საქართველოს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,საქართველოს კონსტიტუციის დაცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. ეს ის დოკუმენტია, რომელიც საქართველოში ყველა მაცხოვრებლის უფლება-მოვალეობებს, თავისუფლებას და სახელმწიფოებრივ შეგნებას განსაზღვრავს’’,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები