ექსპერტი: ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს.

დუნდუა სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის გეგმის არ ქონის მიზეზებსაც განმარტავს.

„ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში, და ეს კომიტეტი შექმნილიც კი არ არის, მიუხედავად სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისა. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა აისახოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად ეროვნული ბანკი არ ქმნის 2012 წლის შემდეგ (ქართუს წინააღმდეგ დატრიალებული ბაქჰანალიის შემდეგ). შედეგად ვიღებთ: საკრედიტო დაბანდების სრულ უკონტრლობას, საკრედიტო დაბანდებებს კონტრაციკლური კაპიტალბუფერების რეჟიმის ამოქმედების გარეშე. ეროვნული ბანკის იაფი სასესხო პოლიტიკა მაკროპრუდენტული პოლიტიკი გარეშე, ხელს უწყობს ფინანსური შუამავლობის ანუ მევახშეობის დაფინანსებას და კავშირი არ აქვს ეკონომიკის ზრდასთან. 2008 წლის გობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ სესხის გაიაფებამ, და ამ სესხების თავისუფალმა, არარეგულირებულმა კონცეტრირებამ იმ სფეროში, რომელიც მიკროპრუდენტულად მომგებიანი , მაგრამ მაკროპრუდენტულად დამაზიანებელი იყო. დღეს, განსაკუთრებით 2015 წლის ივნისიდან ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 70%-ი მოდის ფინანსურ შუამავლობაზე, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცების, ლომბარდების და სავალუტო ჯიხურების დაკრედიტებაზე, რომლებიც თავის მხრივ ეროვნული ბანკისაგან ყოველგავარი კონტროლის და ნორმატიული რეგულირების გარეშე ფულს „ტენიან“ არაჰეჯირებულ , ანუ სავალუტო რიკებისაგან დაუზღვეველ მოსახლეობას. ლარი დოლარში გადახურდავების პიდაპირი ობიექტი ხდება, ამ ყველაფერში სრულად დამნაშავე ეროვნული ბანკია, რომელმაც კომერციული ბანკების 700 მილიონიანი წმინდა დაკრედიტებით 680 მილიონით გაზარდა ფინანსური შუამავლობის, ანუ მევახშეობის დაფინანსება. და ბოლოს როგორ შეიძლება ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობა, თუ კი თავად ეროვნულ ბანკს ფინანსური ტაბილურობის გეგმა არ აქვს! აი, სწორედ ამას ქვია ობსტრუქცია“, – წერს ექსპერტი ფეისბუქზე.

11923426_1180865981929390_1008845349_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები