გიგლა აგულაშვილმა მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა აჭარაში, მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.

როგორც “კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მინისტრს პლაჟის აღსადგენად განსახორციელებელი სამუშაოები გააცნეს, რაც პლაჟზე ინერტული მასალის ხელოვნურ შეტანას ითვალისწინებს.

“განხილული იქნა ჭოროხსა და აჭარის წყალზე ჰესების მშენებლობისას მოპოვებული ინერტული მასალის გამოყენება სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით და ინერტული მასალით პლაჟის მომარაგება, რადგან კაშხლების მშენებლობის პროცესში მდინარე ჭოროხს ზღვაში პრაქტიკულად აღარ ჩააქვს მყარი ინერტული მასალა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მინისტრმა ბათუმისა და ფოთის ნაპირდაცვის ბაზებიც დაათვალიერა, რომლებიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე, ადგილზე გაეცნო ნაპირდაცვის პროექტის მიმდინარეობას, რომელსაც იტალიური კომპანია – TECHNITAL-ი ჭოროხის შესართავთან, გამწმენდ ნაგებობასთან და ბათუმის აეროპორტთან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები