თინათინ ხიდაშელი: ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

“ეს იქნება თავისი მასშტაბით, ფუნქციით და მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ერთობლივი პროექტი, რომელსაც ჩვენ უელსის სამიტის პაკეტის ფარგლებში განვახორციელებთ. წინ გვაქვს კიდევ სკოლის გახსნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღონისძიება, რომელიც 27 აგვისტოს არის დაგეგმილი, საბოლოო ჯამში არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას მოემსახურება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები