საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 50 დევნილი ოჯახისათვის სახლებს შეიძენს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სსიპ) აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 400 000 ევროს ღირებულების სახლებს შეიძენს.
აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები