“ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“დღეს უკრაინაში ეროვნული დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინელ ხალხს ულოცავს ამ დღეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. ვუსურვებთ მშდიდობას და კეთილდღეობას. საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი“, -აღნიშნულია “ნაციონალური მოძრაობის“ მილოცვის ტექსტში.