„ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ხუდონჰესი მნიშვნელოვანია“

  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნებას შეძლებენ. კალაძის განცხადებით, ხუდონჰესი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სვანეთის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებთან შეხვედრა უკვე რამდენჯერმე გაიმართა და ამ რეჟიმში მუშაობა ისევ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები