ავარიისას დაშავებულები ზუგდიდში, საავადმყოფოს რეანიმაციაში რჩებიან, მათ შორის ბავშვია

ზუგდიდი-მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე დაშავებული 7 ტურისტიდან საავადმყოფოდან სამი უკვე გაეწერა. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე რჩება, რომელთა შორის ერთ-ერთი ბავშვია. ოთხივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „კვირას“ ზუგდიდის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა როლანდ ახალაიამ განუცხადა, ამჟამად ერთ-ერთ ტურისტს ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით, კლინიკაში შემოყვანის დროს პაციენტს სხვადასხვა სახის კომბინირებული დაზიანება აღენიშნებოდა, მას გულ-მკერდისა და მუცლის ღრუ ჰქონდა დაზიანებული.

ახალაიას ინფორმაციით, დაზარალებული უცხოელებიდან ერთ-ერთი ბავშვია, რომელსაც თავა-ქალის ტრავმა აქვს მიღებული.

მისი თქმით, კიდევ ერთ უცხოეთის მოქალაქეს ხერხემლის მალები დაუზიანდა, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდი-მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც 7 ტურისტი დაშავდა.

მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტებთან ერთად 2 ქართველი გიდი იმყოფებოდა. შემთხვევის დროს მიკროავტობუსი ბეტონის ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები