ონის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს

რაჭაში ძლიერი და გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი შეხვდება. მინისტრის მოადგილე ონში ჩასვლას გეგმავს. როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გოჩა ცოფურაშვილი მოსახლეობას შეხვდება და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს იყოს მოწყვეტილი.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ონის რაიონი დაზარალდა. რაიონის გამგებლის გია ლობჟანიძის განცხადებით, ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. მისი თქმით, ზარალის რაოდენობა დგინდება, მუშაობს შესაბამისი კომისია.

„ონში რამდენიმე სახლს და ასევე ადმინისტრაციულ შენობას სტიქიამ სახურავი ახადა. ხეები არის მოგლეჯილი. ერთ-ერთი სოფლის ღების ხიდთან მისასვლელი არის დაზიანებული, რომელიც ამ ორ დღეში უნდა აღვადგინოთ. ამასთან, არ იყო ელექტროენერგია, თუმცა ამ დროისთვის ონს დენი უკვე მიეწოდება”, – განაცხადა ლობჟანიძემ.

როგორც ონის გამგებელმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კანცელარიის ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები