ალექსანდრე კვიტაშვილს ექვსი ადამიანის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს ექვსი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. ეს მონაცემები შეტანილია სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული დარღვევების საკითხს იძიებდა.

კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ადამიანებს დროული დახმარება არ აღმოუჩინეს და ისინი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გააგზავნეს.

ადამიანების გარდაცვალებაში ბრალდებებს თავად ალექსანდრე კვიტაშვილმა „ცინიკური“ უწოდა და აღნიშნა, რომ დასკვნაში არც ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი, არც საავადმყოფოში მიყვანის თარიღები არ არის მითითებული.

სამსახურებრივი გამოძიების შესახებ მასალები უკრაინის სახელმწიფო სამსახურის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა და ის ამ სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე სკოპიჩმა გამოაქვეყნა.

კომისიის დასკვნის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები სისტემურ ხასიათს ატარებს, ხოლო სამინისტროს მუშაობა არასათანადოდ არის ორგანიზებული. ეს ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს გადაეგზავნა. ალექსანდრე კვიტაშვილმა კომისიის დასკვნას უკვე გამოუცხადა უნდობლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები