“ნაციონალური მოძრაობა” ოფისის გაყიდვას აპირებს”

ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერის ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის და პარტია სათავო ოფისს ყიდის, – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

მისივე თქმით, მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.

„მეგობრებო, მოკლედ სენსაციური ამბავი გავიგე და რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია!

როგორც სანდო წყარომ მითხრა (სანდო წყარო ნაცმმართველ რგოლთან დაახლოებული პირია, მაჭავარიანის უახლოესი მეგობარი), “ნაციონალური მოძრაობა” სერიოზულ კრიზისს განიცდის. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, დიახ, დიახ, სწორედ იმ დაწყევლილ და ავადსახსენებელ ოფისს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. არ ვიცი, ასეთი რა გაუჭირდათ ამ გარეწრებსა და სისხლის მწოველებს, თუმცა ფაქტია, რომ მიხეილ მაჭავარიანმა, წერეთელმა და გოგორიშვილმა პროფესია იცვალეს და ახლა უკვე სამაკლერო საქმიანობით არიან დაკავებულნი. არც მეტი, არც ნაკლები, სასწრაფო ხერხით ეძებენ კლიენტს, რომელიც საკმაოდ სოლიდურ ფასად შეიძენს მათ ცენტრალურ ოფისს (ჩემი ინფორმაციით, კლიენტი ნაპოვნია რუსი ბიზნესმენი).
როგორც მითხრეს, აქ რამოდენიმე ფაქტორია, რის გამოთაც მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: 1- იქიდან გამომდინარე, რომ ოფისი მდებარეობს მეტად მოუხერხებელ ადგილას, პარტიის წევრებს უჭირთ იქ მისვლა და ამიტომ გადაწყვეტილი აქვთ ცენტრისკენ გადმოინაცვლონ (რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რამეთუ ცოტა რთული იყო ჩვენთვისაც იქ აქციების ორგანიზება).
2 – როგორც წყარომ მაუწყა, „ნაციონალები” სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიან და ამა თუ იმ საფრთხეების გათვალისწინებით ეტაპობრივად თვითლიკვიდაცია აქვთ განზრახული. შესაბამისად, სურთ ოფისის გაყიდვა, ხოლო სახის შესანარჩუნებლად საბურთალოზე 12 000 ლარად თვეში, ნაპოვნი აქვთ ოფისი. ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ეგრეთ წოდებულ “რაზნიცას” გადაინაწილებს მმართველი რგოლი.
3 – და ყველაზე საინტერესო, მოგეხსენებათ, „ნაციონალებს“ გამოეყო ერთი ფლანგი (კუბლაშვილი, მელაძე, ჯაფარიძე, ხაჩიძე), რომელიც, თავის მხრივ, ასოცირებულია მერაბიშვილთან, ხოლო ამ გუნდს აქვს ყველანაირი იურიდიული უფლება, პარტიას მოსთხოვოს თავისი პარტიული აქტივის წილი, მით უფრო, რომ გამოყოფილი გუნდი განაწყენებულია „ნაციონალებზე“ მერაბიშვილის დაიგნორირების გამო. პლუს, გამოყოფილ გუნდს არ გააჩნია ოფისი (დროებით მერაბიშვილის ბინას აფარებდნენ თავს). მათ მოითხოვეს აქტივის წილი, რომელიც „ნაციონალები“ ვალდებულნი არიან დაუკმაყოფილონ…

მოკლედ, საქმე ასეა თუ ისეა, ვირთხები გემს ტოვებენ, უძლეველი „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ კრახს განიცდის… თქვენ რაც გინდათ, ის იფიქრეთ, თუმცა მე კმაყოფილი ვარ აღნიშნული ვითარებით”, – წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები