რაჭაში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

რაჭაში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ ონის რაიონში ხიდი წაიღო, რის გამოც ყველაზე მძიმე ვითარებაა დიდ და პატარა ღებში.

როგორც ადგილობრივები სატელეფონო საუბარში აცხადებენ, სოფელთან მისასვლელი გზა არ არსებობს. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანებულია საავტომობილო გზებიც.

როგორც რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები.

„სტიქიამ სახლებს გადახადა სახურავი. სახურავის გარეშე დარჩა ონის გამგეობა. საბავშვო ბაღს კი ხე დაეცა. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა“, – განაცხადა მარგველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები