ჭუბერის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

სვანეთში, ჭუბერის რაიონში კოკისპირული წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ დააზიანა ადგილობრივების სახლები და სავარგულები.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წაღებულია შიდა გზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია.

ამ დროისთვის ჭუბერში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური კომისიის ჩასვლას ელოდებიან, რომელმაც ზარალი უნდა დაითვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები