თბილისში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

წუხელ გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე მსუბუქად დაშავდა.
კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა პეკინის გამზირზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. ავტომანქანის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და დაზარალებულს დახმარება გაუწია. ადგილზე მობილიზიებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები, რომელთაც დაზარალებული შემდგომი გამოკვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები