საქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 96%-ით გაიზარდა

2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 3.48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21 %-ით აღემატება 2014 წლის, 42.7%-ით – 2013 წლის, ხოლო 96.4%-ით – 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ძირითადად, ექსპორტირებულია: ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები