ნინო გიორგობიანი: რაჭაში ახალგაზრდებისთვის დასასვენებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი
„ძალიან მაგარი პროექტი განახორციელა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა!“ – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი რაჭაში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტს.
როგორც ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იგი რაჭაში ჩავიდა და ახალგაზრდული ბანაკი თავად ინახულა. „ჩემს უსაყვარლეს რაჭაში, შაორზე, ძალიან მაგარი ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ახალგაზრდებისთვის დასასვენებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი. ძალიან მაგარი პროექტი განახორციელა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა!“ – წერს ნინო გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით და დაფინანსებით ახალგაზრდებისთვის რაჭაში, შაორის ტბასთან ბანაკი მოეწყო.