თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ- თბილისი“ ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის რამდენიმე რაიონში ჩასატარებელი გეგმური, სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, ხვალ, 11:00-დან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება – ისნის რაიონში – ბერი გაბრიელის (ყოფ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის) ქუჩის N 1/1, 1/2 და 1/3 შენობებს (სულ – 270 აბონენტს); ვაკის რაიონში – დავით თავხელიძის ქუჩის N1 კორპუსს (სულ – 230-მდე აბონენტს); გლდანის რაიონში – III მიკრორაიონის N 68, 68-ა, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76 და 77 შენობებს (სულ – 730 აბონენტს); დიდუბის რაიონში – არჩილ კერესელიძის ქუჩის N 1, 2, 3, 5; ალექსი გოგოლაურის ქუჩის N 18-ა; აკაკი წერეთლის გამზირის N 58, 74 და N I, II, III, IV, V, VI, VII კორპუსებს (სულ – 760-მდე აბონენტს).
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ – თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.