პოლონელმა ახალგაზრდებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 12 ათასი ლარი შეაგროვეს
პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ქეთევან ფრანგულაიშვილის ინიციატივითა და პოლონეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პატრონაჟით, ორგანიზაციამ „ხიდი საქართველოსთან”, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მოაწყო სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქცია-კონცერტები და მოაგროვა თანხა, რომელიც შეადგენს ოცი ათას პოლონურ ზლოტს (დაახლ. თორმეტი ათას ლარს).
20 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და თბილისის მერის მოადგილესთან დიმიტრი ქუმსიაშვილთან. საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა პოლონეთში ქეთევან ფრანგულაიშვილმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და შეგროვილი თანხა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდს გადასცა.