ვოლსკი საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენის გამოჩენაზე: საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს
რუსეთის ვერტმფრენის მიერ საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი არასასიამოვნოს უწოდებს.
გიორგი ვოლსკის, თქმით, მომხდარის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
“საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს საერთაშორიოს მეგობრობის მხარდაჭერით, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები როგორც საერთაშორისო, ისე ორმხრივ დონეზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. მოსახლეობის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.