მაშველებმა უკრაინელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს (ფოტოკოლაჟი)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, უკრაინელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჭალაადის მყინვართან, გულბის უღელტეხილზე უკრაინელი ტურისტების 5 -კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ესაჭიროებოდა დახმარება.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ. ტურისტების დასახმარებლად დამატებით გაემგზავრა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენი. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაშავებულს დროულად აღმოუჩინეს დახმარება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ტურისტები უსაფრთხოდ ჩაიყვანეს მესტიაში.

11898582_1467394106898150_5814568859847455512_n

11094588_1467394150231479_4856792736200701754_n

11855873_1467394183564809_6963651371919001556_n

11866428_1467394196898141_6134001850831631228_n

11887864_1467394086898152_3401999916747024087_n

11889641_1467394220231472_7011618424028764318_n

11891138_1467394020231492_2568734782139389350_n

11896029_1467394076898153_1505990173484886199_n

11896031_1467394016898159_5818452231383177241_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები