საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება

     კომპანია „RMG gold“ საყდრისში სამუშაოებს განაახლებს. სამუშაოების განახლების გადაწყვეტილება ინვესტორს უკვე გაეგზავნა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკა ანთიძემ ,,კვირასთან“ საუბარში განაცხადა:
– ჩვენ შევისწავლეთ სამეცნიერო ექსპერტების ანგარიშები, საქართველოსა თუ უცხოეთში დაბეჭდილი პუბლიკაციები და ამ საკითხზე არსებული დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დადგინდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება. უკვე მოვამზადეთ სათანადო დასკვნა, რომელიც კულტურის სამინისტროს გადავუგზავნეთ.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული და უძველეს ოქროს მაღაროდ იყო მიჩნეული. 5 ივლისს კი კულტურის მინისტრმა მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რომელიც 1 ოქტომბერს მოეხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები