უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მორიგი პატრულირების დროს, სოფელ გრაკალის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე შემჩნეული იქნა ნავი, რომელსაც ერთი პირი მართავდა. ის მდინარის მარჯვენა სანაპიროსკენ დაიძრა და გრაკალში არსებულ სამატარებლო ხიდთან გაჩერდა. ნავს მუქი ფერის ავტომანქანა მიუახლოვდა და დაახლოებით ათ წუთში უკან დაბრუნდა ცენტრალური გზის მიმართულებით. დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გადამოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. დათვალიერების შედეგად ნანახი იქნა თეთრი ფერის რეზინის გასაბერი ნავი სველ მდგომარეობაში, აკუმლიატორი, ნიჩბები, ე.წ. ელექტროშოკური აპარატი და ჩოგან- ბადე. ყუთში კი განთავსებული უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზი.
მოქალაქეს არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა კასპის რაიონულ სამმართველოში.