თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის II მიკრორაიონის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრის, ქერჩის, ხიზამბარელის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ილორის, გობრონიძის და მორეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის II და IV მიკრორაიონების, ქერჩის, ტაბიძის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, შალვა ახალციხელის, ხვიჩიას, კოსტავას, შარტავას, იოსებიძის, საბურთალოს და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის დასახლების, ლაღიძის შესახვევის, წულუკიძის, ლაღიძის და პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის, ჩიხის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.