თბილისის ზოოპარკი სექტემბრიდან გაიხსნება

თბილისის ზოოპარკი მუშაობას სექტემბრიდან განაახლებს. როგორც ზოოპარკის დირექტორი განმარტავს, ზოოპარკი ძველ მისამართს უბრუნდება, თუმცა, დროებით, 2-3 წლით, სანამ ახალი ზოოპარკის მშენებლობა დასრულდება.
“ტერიტორიის გადარჩენილი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, თითქმის ბოლომდე გასუფთავდა ტერიტორია. ვეცადეთ, მაქსიმალურად სწრაფად დაგველაგებინა ტერიტორია. დროებით იმუშავებს ძველ მისამართზე, სანამ ახალი ზოოპარკის მშენებლობა დასრულდება”, – განაცხადა გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები