რუსთავის მე-17 საპატიმროში მსჯავრდებულები შიმშილობენ

რუსთავის მე-17 საპატიმროში მსჯავრდებულებმა შიმშილობა დაიწყეს. ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრები ხელისუფლებას “სისხლის სამართლის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების გადახედვას სთხოვენ.

აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, ავრცელებს.

მისი განმარტებით, ცვლილებები, რომელიც 260-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში შევიდა, რეალურად არ აისახა პატიმრების სასჯელის ვადაზე.

როგორც კაკაბაძე აცხადებს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არცერთი სარჩელი, რომელიც მსჯავრდებულებმა ცვლილებების შემდეგ გაასაჩივრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები