უკანონოდ თევზჭერის 6 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩ-მუღანლოს მიმდებარედ მდინარე ხრამზე, სოფელ პირველი ქესალოს მიმდებარედ მდინარე მტკვარზე, სოფელი ილმაზლოს მიმდებარედ მდინარე მტკვარზე, ასევე გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარედ მდინარე მტკვარზე (ორი ფაქტი) და წალკის რაიონის სოფელ დარაკოვის მიმდებარედ მდინარე ქციაზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ანკესზე გამობმული სახლართი ბადით.
ექვსივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები