მდინარე კაბალზე მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალზე სამართალდამრღვევები აკრძალული საშუალებით, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდნენ.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის იარაღები. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.