თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს ვაკისა და სამგორის რაიონების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი რაიონებში მდებარე გაზგამანაწილებელ პუნქტებში ჩასატარებელი გეგმური, სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
17 აგვისტოს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩას (920 აბონენტს); მოსკოვის გამზირის N 33, 35, 37, 39, 41, 43, აგრეთვე მოსკოვის გამზირის II, IV, V კვარტლებსა და V კვარტლის I კომპლექსს (2430 აბონენტს).
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
“მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.