თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, სამგორის რაიონს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, კალოუბნის, აბაშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, სარაჯიშვილის, იასამნის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თაბუკაშვილის, ასათიანის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გორგასლის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩიტაიას, ანაკლიის, სულუხიას და ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაონის I კვარტლის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის I, II, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, კოსტავას და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.