ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეწყდა

წუხელ, გვიან ღამით ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო. აღნიშნულის მიზეზი ოჩხამურთან, მომხდარი ინცინდენტი გახდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებლის თბომავალს ერთ-ერთი სავალი ნაწილი გაუფუჭდა და ის ნატანებისა და ოჩხამურის სარკინიგზო მაგისტრალზე გაჩერდა.
ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი სადგურ ნატანებში 4 საათი, ხოლო თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი კი 2 საათი იდგა, რამაც მგზავრების პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები