როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში
შემდეგი სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
კერძოდ, ხვალ, 17 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში: 29-34, მთაში: 26-31, მაღალ მთაში კი, 23-28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია, სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში: 32-37, მთაში: 28-33, მაღალ მთაში: 23-28 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება. ზეგ, 18 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში: 31-36, მთაში: 28-33, მაღალ მთაში: 26-31 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ასევე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში: 31-36, მთაში: 22-31, მაღალ მთაში: 22-27 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსი იქნება. 19 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში:32-37, მთაში: 29-34, მაღალ მთაში: 27-32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში: 20-25, მთაში: 29-34, მაღალ მთაში: 23-28 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა იქნება 36 გრადუსი.