ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუდენტთა საველე პრაქტიკები სრულდება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტების სტუდენტთა საველე პრაქტიკები დასასრულს უახლოვდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ პარკს 2015 წელს სამი სხვადასხვა ჯგუფი ეწვია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის აბასთუმნის ტერიტორიაზე დაბანაკებული სტუდენტების მონაწილეობით მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით Geocaching თამაში ჩატარდა, სამი ჯგუფი ერთმანეთს ბუნებაში ორიენტაციასა და GPS ნავიგატორის გამოყენებაში შეეჯიბრა.
გამარჯვებული სტუდენტები სერტიფიკატითა და წამახალისებელი საჩუქრებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დააჯილდოვა.
თამაში გათვლილია ახალგაზრდებისათვის ველურ ბუნებაში ყოფნის სწორი ქცევის ჩამოყალიბების, ბუნებაში გზის გაკვლევის უნარების გაუმჯობესებისაკენ და სტუდენტების გარემოსდაცვითი განათლების გაღრმავებისაკენ.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკები უკვე მესამე წელია მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე, მსგავსი სახის თამაში კი პირველად ჩატარდა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია Geocaching თამაშის ტრადიციად ჩამოყალიბება, გუნდების შექმნა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები