ხაშურის რაიონის სოფელ ბრილში ხანძარი ლოკალიზებულია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი.
ხანძრის შედეგად 15 ჰექტარამდე მიწის ფართობი დაიწვა, ცეცხლი მინდორში გაჩნდა, შემდეგ ის ვენახებსა და ტყეში გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის 11 ჯგუფი.
ცეცხლის ლოკალიზება მალე მოხერხდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ადგილობრივების დაუდევრობას ასახელებენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები