იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით,  ცეცხლი 300-400 მეტრ კვადრატულ ფართობზე გავრცელდა და ბალახი დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა იყო გამოძახებული. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები