არქეოლოგებმა აჭარაში ხიხანის ციხეზე მე-11 საუკუნის ქვევრები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა აჭარის მაღალმთიანში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე ხიხანის ციხეზე გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს.
როგორც ხიხანის ციხის არქეოლოგიიური ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით მინდორაშვილი აცხადებს, ახლადაღმოჩენილი მარანი შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 – მე-13 საუკუნეებით თარიღდება.
„აღმოვაჩინეთ მარანი, რომელშიც 43 ქვევრი იქნა დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ეს მარანი არ უნდა იყოს მარანი კლასიკური გაგებით და საქმე უნდა გვქონეს წყლის რეზერვუარებისთვის გაკეთებულ მარანთან”, – აღნიშნა დავით მინდორაშვილმა.
არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს. ხიხანის ციხის პირველი კოშკი უკვე რეაბილიტირებულია. სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განმარტებით, ეს ძეგლი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები