ძლიერმა ხანძარმა რუსთავში ფერმები გაანადგურა

რუსთავში მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი თვითნებურად გაშენებულ ფერმებს წაეკიდა. როგორც თვითმხილველი აცხადებს, აღნიშნულ ადგილას ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მთელ ტერიტორიაზე.

მოსახლეობას, თვითნებურად, სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან ფერმები 2 ათას კვადრატულ მეტრზე ჰქონდა გააშენებული.

მაშველებმა ცხოველების გამოყვანა ტერიტორიიდან ვერ შეძლეს.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები რამდნიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები