ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთას მიმდებარედ, მდინარე ხრამზე აკრძალული მოწყობილობით -ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.