ქვემო და ზემო ფონიჭალას, სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეუწყდება
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 14 აგვისტოს 22:00 საათიდან 15 აგვისტოს 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება – ქვემო და ზემო ფონიჭალას, ასევე – სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადის. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად, ხვალ, 15 აგვისტოს 15:00 საათამდე.