სტიქიით დაზარალებულ კიდევ 4 ოჯახს ქონების საფასური გადაერიცხა
13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულმა კიდევ ოთხმა ოჯახმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქონების საფასური უნაზღაურდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახები, რომლებიც ვერეს ხეობაში ცხოვრობდნენ, პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან – მათი საცხოვრებელი მთლიანად განადგურდა და აღდგენას არ ექვემდებარება.
„სულ გაფორმებული გვაქვს 28 ხელშეკრულება. შესაბამისად, თანხა აისახა მათ პირად ანგარიშებზე, რომლის ჯამური ოდენობა არის 7 789 000 ლარი. პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ კიდევ ველოდებით განმცხადებლებს“,- ამბობს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე.